ბათუმი საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს

14 სექტემბერი, 2018

ბათუმში ბიზნესფორუმი ”საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა” გაიმართა.  ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. სტუმრებს ასევე მიესალმა აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა აჭარის რეგიონით დაინტერესებისთვის. 

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ფორუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება ერთგვარი პლატფორმაა ორი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად და ახალი ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. მისი თქმით, სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, ისევე როგორც მოქნილი საგადასახადო სისტემა, ქმნის ძალიან მიმზიდველ ატმოსფეროს რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. 

ბიზნესფორუმს  ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი, ოფიციალური დელეგაციის წევრები, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე  25 კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. 

ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე  მიიღეს ინფორმაცია.

ფორუმის მონაწილეები, სპეციალური პრეზენტაციებით, აჭარისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საინვესტიციო და ტურისტული კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ფორუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში)  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ბიზნესფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  ორგანიზებით ჩატარდა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები