სულხან ღლონტი საქართველოს ელჩს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა

12 სექტემბერი, 2018

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა აჭარის დიდ ბრიტანეთში პოპულარიზაცია, ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა, რეკლამის კუთხით დეპარტამენტის მიერ ბრიტანეთში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები იყო. ელჩთან საუბრისას სულხან ღლონტმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის, როგორც  რეგიონისთვის ახალი, საინტერესო სამიზნე ქვეყნის მნიშვნელობას, სადაც აჭარის  ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია 2017 წლიდან დაიწყო.  რეგიონის რეკლამირება ბრიტანეთში ბოლო ორი წელია მიმდინარეობს ტელეკომპანია BBC-ის ეთერით, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი ეცნობა. ამას ემატება ონლაინ რეკლამა და სარეკლამო სტატიები ავიაკომპანია „British Airways“-ის საბორტო ჟურნალსა და ჟურნალებში „Bussiness Traveler, “Birdwatch”. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ასევე, უწევს ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “WTM”, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გამოფენაა. 2019 წლიდან, დეპარტამენტი ბრიტანეთში სარეკლამო ღონისძიებების უფრო გააქტიურებას გეგმავს. ელჩთან შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები თამარ კაიკაციშვილი და ქრისტინე ძიძიგური, დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსი ნინო ხახუბია და ელჩის მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში მერი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები