ჯაბა ფუტკარაძემ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

08 აგვისტო, 2018

►აჭარაში აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დღუპული გმირები გაიხსენეს. აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, ქალაქის მერთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 8 აგვისტოს სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკო.

►ღონისძიებას პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონული სეიმიკის წევრები და სეიმიკის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, რომლებიც აჭარას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ეწვიენ. სკვერში ასევე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

►8 აგვისტოს სკვერში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას პოლონეთის სავოევოდოს ქვემო სილეზიის სეიმიკის თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი მიესალმა და რეგიონული სეიმიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ განცხადება გააკეთა. პაველ ვრუბლევსკის თქმით, რეზოლუციის მიღებით საქართველოში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ შეახსენეს საერთაშორისო საზოგადოებას.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები