"აღმოაჩინე ქვემო სილეზია"

08 აგვისტო, 2018

"აღმოაჩინე ქვემო სილეზია" – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ქვემო სილეზიის შესახებ ქართველმა რეჟისორმა გადაიღო. ფილმი მოგვითხრობს ქვემო სილეზიის ისტორიის, კულტურული თავისებურებებისა და ადათ-წესების შესახებ, გადმოცემულია ქალაქების არქიტექტურა და განვითარების ისტორია.
ფილმში წარმოდგენილია პოლონური ეთნოგრაფია, რომელმაც ქვემო სილეზიაში სულ სხვა ელფერი და მრავალფეროვნება შეიძინა.
ფილმის ჩვენებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარე პაველ ვრობლევსკი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ფილმის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მიმართეს.

ფილმი გადაღებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში.


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები