აგვისტოს ომი

08 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის  8 აგვისტოს საარქივო სამმართველოს უფროსი  მაია ივანიშვილი, უფროსის მოადგილე ბესარიონ  ბაუჩაძე, სამმართველოს თანამშრომლები, აჭარის  აღმასრულებელი  ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები, ომში დაღუპულთა ახლობლები, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე  რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში, მემორიალთან შეიკრიბნენ.

ღონისძიებას პოლონეთის ქვემო სილეზის რეგიონული სეიმიკის  წევრები და სეიმიკის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

შეკრებილებმა ყვავილებითა და  გვირგვინებით  შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ფოტოალბომი


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები