ქვემო სილეზიის დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

07 აგვისტო, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მოადგილე თეონა ბერიძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც ქვემო სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარე პაველ ვრობლევსკი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე განიხილეს ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც აჭარის რეგიონსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მუზეუმების თანამშრომლების გაცვლითი სასწავლო ვიზიტის შესაძლებლობაზეც. შეხვედრას ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბათუმისა და ლეგნიცას თეატრებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში დაიდგმება ქართულ-პოლონური ერთობლივი სპექტაკლი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პოლონური აკრობატული თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლის შესახებაც, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 10 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრში იქნება წარმოდგენილი.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები