ჯაბა ფუტკარაძემ ვალონიის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

07 აგვისტო, 2018

✓„ აჭარაში ტურიზმი ერთ-ერთი ძირითადი სექტორია. ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი ამ მიმართულებით გვაქვს და ეკონომიკური განვითარების ჩვენი ხედვა სხვა სფეროებთან ერთად სწორედ ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს“ - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ვალონიის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. 
►ოფიციალურ შეხვედრაზე მინისტრმა ვალონიის ტურიზმის სამსახურის უფროსის მოადგილეს პიერ კოენეგრაჩის და ტურიზმის ექსპერტს მიშელ ჟანოვსკს აჭარის ეკონომიკური და საინვესტიციო პროცესები გააცნო. 
►მხარეებმა აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტების პერესპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აჭარასა და ვალონიას შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობა, ორმხრივი პირდაპირი ფრენების საკითხი და უძრავი ქონების პრივატიზების თემა განიხილეს.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები