აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დღეიდან თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

21 ივლისი, 2018

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა იყო აუცილებელი. თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა სრული უმრავლესობით, 14 ხმით იქნა არჩეული.

თორნიკე რიჟვაძემ კანონმდებლებთან აჭარის განვითარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა და რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოყო. ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ბუნებრივი რესურსების მართვა და მწვანე ინდუსტრიები - ეს არის ახალი მთავრობის პრიორიტეტები. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ჯანდაცვაზე და სოციალურ პოლიტიკაზე, განათლების სფეროს გაძლიერებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე, სხვადასხვა ინოვაციური პროგრამების განხორციელებაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ღია მმართველობის პრინციპებსა და მართვის ეფექტიანობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი. გამოსვლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

29 წლის თორნიკე რიჟვაძე დღემდე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორად კი 2017 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა.

2014 - 2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი იყო საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში. თორნიკე რიჟვაძეს განათლება განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, არის ლონდონის "სიტის" უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.

2013 - 2017 წლებში იგი აჭარისწყალი ჯორჯიას ჯერ იურიდიული მრჩეველი შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო.

2012 - 2013 წლებში ლონდონში იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი, შემდეგ კი სამართლის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

„ძალიან მალე დავაკომპლექტებთ ახალ მთავრობას და ეს იქნება პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია საქმის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და წინსვლისათვის. ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იქნება ჩვენი მთავარი ორიენტირი, იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ღირსეულად გაართმევს თავს რეგიონში არსებულ გამოწვევებს და გაამართლებს მოსახლეობის ნდობას. თანმიმდევრული, თუმცა მყისიერი სიახლეები და ცვლილებები, პირველ ეტაპზე მოკლევადიან შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება და ამავე დროს პროცესების გრძელვადიან ჭრილში მართვა, ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“ -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის მიერ დაკოპმლექტებულ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრებს ჯაბა ფუტკარაძე და ტიტე აროშიძე ჩაანაცვლებენ. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას შეინარჩუნებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები