დუალური პროგრამების დანერგვა მიმდინარეობს

11 ივლისი, 2018

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" ბათუმის ტრენინგ-ცენტრში მოეწყო კონფერენცია თემაზე: "დუალური პროგრამების დანერგვა საინჟინრო მიმართულებით". შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე, განათლების ხარისხის განვითარების პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი ქეთევან ციხისელი, გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია (GIZ) პროგრამების კერძო სექტორისა და პროფესიული განვითარების ექსპერტ-კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში ირაკლი შურღულაია, გერმანელი ტრენერ-კონსულტანტი, ექსპერტი პროფესიული განათლების სისტემაში სონია რუეტსი და სხვა ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც არიან ჩართული დუალური პროგრამების დანერგვის პროცესში.

შეხვედრის მიზანს, მონაწილეებისთვის სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების პროცესებში დაგროვილი გამოცდილების გაცნობა წარმოადგენდა. ასევე, გაზიარებული იქნა საქართველოში პროცესის პილოტირებისას გამოკვეთილი ძლიერი და სუსტი მხარეები. კოლეჯის "ახალი ტალღა" დირექტორმა ლაშა ხახუტაიშვილმა პრაქტიკული შემთხვევები განიხილა რაც დუალური განათლების დანერგვის შედეგად ხორციელდება სასწავლებელში.

შეხვედრაზე დაიგეგმა დუალური პროგრამების მასშტაბის ეტაპობრივი ზრდა იმ მიმართულებებში, სადაც კერძო სექტორის დაინტერესება და პროცესში ჩართულობის მზაობა დიდია.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები