ბათუმის ესტაკადაზე მოძრაობა გაიხსნა

07 ივლისი, 2018

►ბათუმის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.

►პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება. მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. დასრულდა ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები.

►ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტროტუარებზე ასფალტის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები და ესტაკადის ფრანგული კედლის ზედა ნაწილის მოპირკეთება.

►დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული 5 დამხმარე გზის მშენებლობა.

►ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებით 90 ადამიანია დასაქმებული. ესტაკადას მშენებლობის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.

►ბათუმის ესტკადის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ ბოლქვაძე და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ გააცნო.

►ბათუმის ესტაკადა სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა.

• ბათუმის ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი - 15 297 410 ლარია
• ესტაკადის სიმაღლე - 8,5 მეტრი 
• ესტაკადის სიგრძე - 800 მეტრი 
• პროექტი ითვალისწინებს - ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას

ბათუმის ესტაკადა ხელს შეუწყობს:
►ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვას
►ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებას
►მშენებლობის პროცესში 100 ახალ სამუშაო ადგილის შექმნას


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები