ბათუმის ესტაკადაზე მოძრაობა გაიხსნა

07 ივლისი, 2018

ბათუმის ახალაშენებულ ესტაკადაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა. ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის ტექნიკურ გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.

პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა მიაწოდა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება. მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. დასრულდა ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და ესტაკადის ფრანგული კედლის მოპირკეთება. დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული 5 დამხმარე გზის მშენებლობა (მოასფალტება).

ამ დროისთვის სამშენებლო პროცესში დაახლოებით 90 ადამიანია დასაქმებული.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ შემოსასვლელში ახალი ხიდი კომფორტული იქნება არა მხოლოდ ბათუმელებისთვის, არამედ ბათუმის სტუმრებისთვის. მისი თქმით, ხიდი ტურისტულ სეზონზე მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს და მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური ხიდის, ასევე ნავსადგურის და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას, რაც ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურობას გაზრდის. ესტაკადა სრულად ექსპლუატაციაში სექტემბრის თვეში შევა. მშენებლობისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 15 297 410 ლარი გამოიყო.

ესტაკადას პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები