ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

11 ივნისი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს „ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების საგრანტო კონკურსს“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები რეწვის ოსტატებისათვის.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ოსტატების მიერ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ მუზეუმებთან თანამშრომლობით შეიქმნება რეწვის პროდუქცია მუზეუმებში დაცული არტეფაქტების თემატიკაზე, რაც ხელს შეუწყობს რეწვის ოსტატების პროდუქციის გამრავალფეროვნებას, ახალი ტრადიციული და ამავდროულად თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის წარმოებას, ოსტატების დასაქმებას და ტრადიციული რეწვის დარგის პოპულარიზაციას რეგიონში.

განაცხადების მიღება სამინისტროში იწარმოებს 2018 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში.



კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები