მინისტრმა ჯანაშიების ოჯახის მცირეწლოვანი მოინახულა

11 ივნისი, 2018

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წითელი ჯვრის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში მცხოვრები ჯანაშიების ოჯახ მცირეწლოვანი ბავშვი მოინახულა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

ბავშვი წლინახევრისა, ის  ქირურგიულ ჩარევას საჭირობს, ოპერაციამდე მისთვის სპეციალური საკვების მიღება აუციელებელია, ამის საშუალება კი სოციალურად დაუცველ ოჯახს არ აქვს.

დედის განმეორებითი მომართვის საფუძველზე ოჯახს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წითელ ჯვარის ბათუმის ორგანიზაციასთან უშუამდგომლა. ორგანიზაციის დახმარებით ჯანაშიებს ბავშვის საკვებ პროდუქტთან ერთად სურსათი გადაეცა.

საქველმოქმედო აქციაში  წითელ ჯვართან ერთად კომპანია ჰუმანა ჩაერთო.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები