ზაალ მიქელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

16 მაისი, 2018

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში პარვიზ ისმაილზადეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა - ჯანდაცვის მიმართულებით  2012 წელს დაწყო.

2012 წელს ნახიჩევანში ბათუმიდან იმყოფებოდა ასთმით დაავდებული 15 მოზარდი. მეორე ვიზიტი განხორციელდა 2014 წელს, ბათუმიდან ნახიჩევანში გაემგზავრა 23 მოზარდი. ამავე პერიოდში აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ უმასპინძლა ნახიჩევანის რესპუბლიკის სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 21 წარმომადგენელს. პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა.

პარვიზ ისმაილზადე აჭარაში დიპლომატიური საქმიანობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ახალმა კონსულმა რაშიდ ისმაილოვი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარაში 2015 წელიდან საქმიანობდა.

მინისტრმა ახალ კონსულს აჭარაში დიპლომატიური მისისს დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები