საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

14 მაისი, 2018

ბათუმში კიდევ ერთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება გაიმართა. ცნობილი სპორტსმენის მუხრან-ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სპორტულ ასპარეზობაში, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, 12 ქვეყნის 150-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა. გამარჯვებულები 10 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირანელ მეტოქესთან გამარჯვება ქართველმა ფალავანმა ლერი აბულაძემ მოიპოვა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააჯილდოვა.

ზურაბ პატარაძე მიესალმა საერთაშორისო ტურნირის მონაწილეებსა და ბერძნულ-რომაული სპორტის გულშემატკივრებს. აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ მათ ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც რეგიონში მოქმედი სპორტული სექციები თანამედროვედ მოწყობილ სივრცეებში განთავსდება. მისი თქმით, აჭარის მთავრობა მუშაობს როგორ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, ისე საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვისა და რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად ქცევის მიმართულებით.

სპორტული ტურნირი საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, შესრულდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ცეკვები და გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. საერთაშორისო სპორტული ტურნირი ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით წელს მეშვიდედ გაიმართა.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები