ზურაბ პატარაძე - ესტაკადის მთავარი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

13 მაისი, 2018

ბათუმის ესტაკადაზე ხიდის მალების, ე.წ კოჭების ბურჯზე მიერთების სამუშაოები დღეს დილით დასრულდა. დასრულების ეტაპზე მყოფი უნიკალური საინჟინრო სამუშაო 8 კოჭის ბურჯზე დალაგებას და მიერთებას გულისხმობდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთხელ გაეცნო და ხიდის მერვე, ბოლო მალის ბურჯზე დაერთების პროცესს ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად დაესწრო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხიდის მშენებლობა 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია გზის გახსნას ვადაზე ადრე, მაღალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე გეგმავს. როგორც ზურაბ პატარაძე აცხადებს, სამომავლოდ ბათუმის ესტაკადა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვისა და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებაში, რაც დადებით როლს ითამაშებს რეგიონის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების საქმეში.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები