რამაზ ბოლქვაძემ ბრანდერბურგის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

15 მაისი, 2018

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბრანდენბურგის ლანდტაგის (რეგიონული პარლამენტი) ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.

►მინისტრმა სტუმრებს აჭარის ა.რ ეკონომიკური პროცესები და საინვესტიციო გარემო გააცნო. 
►შეხვედრაზე რამაზ ბოლქვაძემ აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

►დელეგაციის წარმომადგენლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფორმირების საკითხებითა და ასევე საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესდნენ.

►ბრანდერბურგის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ლანდტაგის პრეზიდენტი - ბრიტა შტარკი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ვიცე-პრეზიდენტი დიტერ დომბროვსკი, ლანდტაგში შემავალი პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები, „ბრანდენბურგ-საქართველოს ურთიერთობის საზოგადოების“ ხელმძღვანელი პავლე შპეტიშვილი.

►გერმანელი სტუმრების ვიზიტი აჭარაში 17 მაისამდე გაგრძელდება.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები