თანადაფინანსებით საცხოვრებელ ფართს 41 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს

15 მაისი, 2018

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით საცხოვრებელ ფართს კიდევ 41 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს.

კერძოდ, შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროგრამაში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიიდან წარმოდგენილი 41 და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიდაან წარმოდგენილი 1 ოჯახი ჩაერთო. კომისიამ რეკომენდაცია გასცა სტიქიის შედეგად დაზარებული 2 ოჯაის დამატებით შესწავლის მიზნით.

მიმდინარე წელს პროგრამით საცხოვრებელი სახლი უკვე შეიძინა 46-მა ოჯახმა ოჯახმა, ხოლო 7 ოჯახს მიმდინარე დღეებში გაუფორმდება ხელშეკრულება.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. 

პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.

 


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები