ზურაბ პატარაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა

09 მარტი, 2018

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის პროგრამების კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა. შეხვედრაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ზურაბ პატარაძე მარკ ჰულსტს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა მაღალმთიანი აჭარის გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელიც შიდა მიგრაციის პროცესების შეჩერებას და მთაში დასაქმების გაზრდას ისახავს მიზნად. მარკ ჰულსტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აჭარაში ახალი პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ ამოქმედების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 2017 წლიდან IOM ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ერთი თანამშრომელი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია რეგიონში აქტიურად მუშაობს ტრეფიკინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები