სამუშაო შეხვედრა WWF კავკასიის ოფისის ხელმძღვანელთან

09 მარტი, 2018

  7 მარტს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში სამმართველოს უფროსს,  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)  კავკასიის ოფისის ხელმძღვანელსა  და გერმანელ ექსპერტებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სატყეო მეურნეობაზე გადასვლის საპილოტე პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით.

  აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მეშვეობითა და GIZ-ის დაფინანსებით. წინასწარი მონაცემებით პროექტის ღირებულება შეადგენს 1.200.000 ევროს.

  პროექტის ფარგლებში იგეგმება ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ნაწილობრივ გადაყვანა სატყეო მეურნეობაზე, რაც გულისხმობს სატყეოს თანამშრომლების ტრეინინგს, ხე-ტყის დამამზადებელთა მომზადებასა და სერტიფიცირებას,  მანქანა დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების შეძენასა  და სატყეო სააგენტოსათვის გადაცემას.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები