ყინულის სასახლის პროექტის განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს

06 მარტი, 2018

►ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია 287 ხიმინჯის მოწყობა. ამ ეტაპზე საძირკვლის არმირების სამუშაოები ხორციელდება. 
►მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული. 
►სამუშაო პროცესს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო. 
►მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ მიაწოდა. 
►ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს "სტადიონი" ახორციელებს.
►ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული
►დახურულ სპორტული კომპლექსში - ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება.
►ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა - 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა.
►ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.

კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები