უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი გაიხსნა

12 თებერვალი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, სოფელ უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი დაათვალიერა.

თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2017 წლის 19 მარტს დაიწყო. პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლაპოტი 2012“ განახორციელა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 107577 ლარი შეადგინა. ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი.

,,სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყოველთვიურად ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უცხოში სადაც რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დავათვალიერეთ. ბაღში 30 ბავშვი ისწავლის. 110 ათას ლარამდე დაიხარჯა ამ პროექტში. პირველ სართულზე ასევე იქნება სოფლის კლუბი. ეს წარმატებული პროექტი ხელს შეუწყობს მთის განვითარებას. ჩვენი მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მასიური მიგრაცია მთიდან. სწორედ მთის კანონი რომელიც მუშაობს აქ, ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში მცხოვრები ადამიანების დასაქმებას და განვითარებას მთის, არის მთავარი სტრატეგია ჩვენი ხელისუფლების“- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები