სოფლის მეურნეობის სამინსტროს პროგრამების პრეზენტაცია ხულოში

12 თებერვალი, 2018

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინსტროს 2018 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ თემის რწმუნებულები, აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების წევრები და ფერმერები.

პროგრამის თანახმად მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში შეიქმნება მომსახურების ცენტრი, რომლის დახმარებითაც მოხდება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა. ბაზარს კი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ცენტრში შეფუთული მზა პროდუქცია მიეწოდება . ცენტრში დასაქმდება ადგილობრივი პერსონალი.

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მესაქონლეებს მოემსახურება რძის შემკრები მანქანა, რომლითაც პროდუქციის საწარმოში გადატანა მოხდება. ხულოს მოსახლეობა ასევე ისარგებლებს მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროგრამით. ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით გაიცემა ნიორისა და კარტოფილის სათესლე მასალა. ასევე მოხდება სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა. მაღალმთიანი აჭარისათვის კლიმატური და ნიადაგური პირობებისადმი ადაპტირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების, სასოფლო-სამეურნეო სარგავი და საჩითილე მასალა ფერმერებსა და აგრომეწარმეებს შეღავათიან ფასად გადაეცემა. ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ საველე პირობებში უსასყიდლოდ მიიღონ ცოდნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

2018 წელს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი 10 168 575 ლარს შეადგენს. უწყება განახორციელებს 8 პროგრამას, რომელიც სხვადასხვა მიმართულების 18 ქვეპროგრამას მოიცავს.

,,ხულოს მუნიციპალიტეტში მოვისმინეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში. გაგვაცნეს მთის პროექტები, რომელიც დაგეგმილია ან უკვე ხორციელდება აჭარის მაღალმთიანეთში, მათ შორის ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა, ტექნიკის შეძენა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ხელს შეუწყობს მთის განვითარებას. ეს ყველაფერი ჩვენი მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვისაა და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი მუშაობით ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ"- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები