ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაკს შეხვდა

07 თებერვალი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან შეხვედრა გამართა.  ზურაბ პატარაძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. 

ზურაბ პატარაძემ და მაქბულე ქოჩაკმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სფეროები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. 

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ და მაქბულე ქოჩაქმა ასევე ისაუბრეს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის საკითხზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის კვლავაც ძველი წესით მიმდინარეობს და ეს ორი ქვეყნის წარმომადგენელთა კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობის შედეგია. 

„მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა. მჯერა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი კონსულტაციების შედეგად მიღწეული იქნება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი შედეგი. კარგია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები საზღვარს კვლავაც ძველი წესით კვეთენ და მათ ამ მიმართულებით პრობლემები არ ექმნებათ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სარფის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე მოდერნიზების პროცესს. საუბრისას აღინიშნა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მგზავრებისა და ავტოტრანსპორტის გატარება უფრო გაიოლდება. „ეს ყველაფერი ჩვენს პრიორიტეტებში შედის“, - ხაზი გაუსვა გენერალურმა კონსულმა.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ და თურქეთის გენერალურმა კონსულმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთის მეგობრული ურთიერთობის განვითარების საკითხებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ  თანამშრომლობა ამ მხრივ სულ უფრო მტკიცდება. 

მაქბულე ქოჩაკი თურქეთის რესპუბლიკის კონსულად ბათუმში 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა.

კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები