ამოქმედაა ახალი პროგრამა - "აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია"

08 იანვარი, 2018

2018 წლის პირველ იანვარს, ამოქმედაა ახალი პროგრამა - "აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია".

პროგრამა ითვალისწინებს - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. 

წლის განმავლობაში მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი - 15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა - 12 სეანსი).

მოსარგებლეები:
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა:
მომსახურება ანაზღაურდება არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. პროგრამით გაწეული მომსახურება დაფინანსდება ღირებულების 100%-ით.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია:http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=618666&gid=3#.WlMXia7XaUk

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები