კურორტ გომარდულში ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა

30 დეკემბერი, 2017

დღეს, კურორტ გომარდულში ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გახსნა. სეზონის გახსნის ღონისძიებას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საახალწლო დეკორაციებით მორთულ კურორტზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და სასმელები, ესრიალათ თხილამურებზე, მოესმინათ ადგილობრივი ფოლკლორი და ბათუმელი ბენდების Asea Sul, Groovephonics ცოცხალი შესრულება.

აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კურორტ გომარდულს ვიზიტორები ისევ მიეღო. ეს არის ძალიან კარგი კურორტი ბათუმთან ახლოს. ამ ეტაპზე აქ ვიზიტორებს 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტი ემსახურება, სადაც ერჯერადად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქვეა 80 ადამიანზე გათვლილი 10 საოჯახო-სასტუმრო სახლიც. სეზონისთვის, კურორტზე არსებულ კოტეჯებში სრულად შეიცვალა წყლისა და გათბობის სისტემები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტამდე მისასვლელ გზას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კურორტ გოდერძისთან ერთად გომარდულიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აჭარის, როგორც ტურისტებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციის საქმეში, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის მთელი დღის განმავლობაში ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი) გომარდულის მიმართულებით მოძრაობდა უფასო ტრანსპორტი. კურორტ გომარდულში სეზონის გახსნის ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები