ციტრუსის ფესტივალი და საახალწლო მზადება ქობულეთში

29 დეკემბერი, 2017

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქ. ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე ციტრუსის ფესტივალი 2017 გაიმართა. 
 
აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვის ცენტრის" ორგანიზებით გამართულ ციტრუსის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო რეგიონში მოქმედმა  40-მდე  კომპანიამ და ფერმერმა. მონაწილე კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია ფართომომხმარებლებს გააცნეს. 
ფესტივალი გამოირჩეოდა ხალხმრავლობით. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ციტრუსის ნაყოფისაგან შექმნილმა გიგანტურმა ფიგურებმა, რომლებიც აჭარისათვის დამახასიათებელ სიმბოლოებს გამოსახავდნენ. 

ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაზე, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
ციტრუსის ფესტივალზე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა  მეციტრუსე ფერმერები, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ციტრუსის ბაღების მფლობელები ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. მოეწყო გასართობი და სპორტული თამაშები. 
დასკვნით ნაწილში საზეიმო განწყობა შექმნეს ანსამბლებმა „მაჭახელა“ და „მხედრული“. ზურაბ პატარაძემ ასევე დაათვალიერა საახალწლოდ მორთული ქობულეთის ცენტრალური მოედანი და ქაობულეთის მერისაგან მოისმინა ინფორმაცია დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ. 

25 დეკემბრიდან  ქობულეთში ყოველდღიურად იმართება საბავშვო-გასართობი ღონისძიებები, 31 დეკემბერს ღამით კი გაიმართება საახალწლო კონცერტი ნინი ბადურაშვილისა და თაკო გაჩეჩილაძის მონაწილეობით.

კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები