სოფელ ფურტიოში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

06 დეკემბერი, 2017

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია და სოფელ ფურტიოში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაგა-ბაღი მუნიციპალიტეტის მერთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გახსნა. ზურაბ პატარაძემ ბავშვებს ახალი ბაღის გახსნა მიულოცა. 

პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით და ტექნიკით. 60 აღსაზრდელზე გათვლილ ბაღში დასაქმებულია 16 ადგილობრივი. ახალი ბაღის მშენებლობაზე 168. 000 ლარი დაიხარჯა. 

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფურტიო ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სოფელია მთიან აჭარაში და უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საბავშვო ბაგა-ბაღის არსებობა. "ჩვენ დღეს უამრავ კმაყოფილ მშობელთან ერთად ვზეიმობთ ახალი საბავშვო ბაღის გახსნას სოფელ ფურტიოში. სულ მალე ამავე სოფელში ახალი სკოლაც გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ შუახევში დღეს 10 ბაგა-ბაღია მოქმედი, მათგან ხუთი - ბოლო წლებში აშენდა. სულ დასაქმებულია 160 ადგილობრივი. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მთაში მოსახლეობისთვის უფრო მეტი სერვისის შექმნის, უფრო მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები