მარიამ ქიქავა - „უცხოეთში სტაჟირების“ ქვეპროგრამის გამარჯვებული

05 დეკემბერი, 2017

არიამ ქიქავა სამინისტროს „უცხოეთში სტაჟირების“ ქვეპროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი სტაჟირებას გაივლის რუმინეთში, ჰუნედოარას რეგიონში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების ცენტრში, სადაც იმუშავებს ფსიქოლოგის პოზიციაზე.

მარიამ ქიქავა - „პირველ კურსზე, როცა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „სტაჟირება საზღვარგარეთ“ პრეზენტაციას დავესწარი,  პირველი ჩემი კითხვა რაც დაუფიქრებლად გამიჩნდა, იყო ის თუ, სწავლების რომელი საფეხურიდან შევძლებდი აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღებას. ლოდინი საკმაოდ მიწევდა, მაგრამ პირველი ევროპული მიზანიც ჩემს ცნობიერებაში სწორედ მაშინ დაიბადა. მუდამ ვადევნებდი თვალყურს, თუ როგორ ვითარდებოდა,  იხვეწებოდა და ჩვენი რეგიონის რამდენ წარმატებულ სტუდენტს ეძლეოდა შანსი ემუშავა საკუთარი პროფესიით პრესტიჟულ დაწესებულებებში.

მაშინ, არც ერასმუსი დამიგეგმავს და ვითვლიდი წლებს... ბავშვობიდან, ჩემი მრავალფეროვანი ინტერესების მიუხედავად, მთავარ ფოკუსს ყოველთვის მაინც ადამიანი წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია და ჩავაბარე ფსიქოლოგიის სპეციალობის განხრით.  მალევე უნივერსიტეტის ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ბელგიაში სწავლის საშუალებაც მომეცა, თუმცა დაბრუნება ჩემთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა, თითქოს ერთ ადგილას გავიყინე. ვმუშაობდი პროფესიით, ძირითადად, ბავშვებთან: საბავშვო ბაღში, სკოლაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში „სტეპ ფორვარდი“, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, თუ როგორ უნდა მემუშავა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან. ბოლოს საჯარო სამსახურსაც მოვერგე... თუმცა, მაინც ძიების პროცესში მყოფმა  სასწრაფოდ შევიტანე განაცხადი „ევროოდისეის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე და მივიღე დადებითი პასუხი ორი ქვეყნიდან: ბელგია და რუმინეთი. სამწუხაროდ, ბელგიაში ვერ ვასწრებდი საბუთების მომზადებას და ამიტომ არჩევანი რუმინეთზე შევაჩერე. ჩემთვის რუმინეთი, განსაკუთრებით კი ტრანსილვანიის მხარე მეტად საინტერესოა, იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც აქამდე ვყოფილვარ. „ევროოდისეა“ ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის, რომ ვიყო პროფესიონალი ჩემს საქმეში და დიდი პასუხისმგებლობაც.

მინდა, რომ ჩემი და კიდევ ბევრი სტაჟირების პროგრამის გამარჯვებული სტუდენტის ისტორია იყოს მაგალითი და დიდი მოტივაცია აჭარის რეგიონში მყოფი სტუდენტ-მოსწავლეებისთვის, რადგან პროგრამა  უნიკალურობით გამოირჩევა, ის  მხოლოდ ჩვენს რეგიონში არსებობს. დიდი მადლობა, აჭარის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რომ პროფესიული განვითარების ასეთი შანსი მომცა“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს მარიამ ქიქავას!

 

 

 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები