მემორანდუმი-სამინისტროსა და აშშ საელჩოს თავდაცვის სამსახურს შორის

05 დეკემბერი, 2017

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის  სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რეაბილტიაცია განხორციელდება.მემორანდუმს ხელი მოაწერეს   აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენელმა მაიორმა კვენტინ   დოლიმ.

მემორანდუმის ფარგლებში აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის  სამსახური იღებს ვალდებულებას ქვეკონტრაქტორების მეშვეობით განახორციელოს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკესა და სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.

მხარეები ერთმანეთს გაუწევენ მხარდაჭერას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დაგეგმავენ და  განახორციელებენ  ერთობლივ  ღონისძიებებს რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურად ორგანიზებისათვის.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები