მინისტრები აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებს ეწვივნენ

01 დეკემბერი, 2017

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეები მოინახულეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. სკოლამ სათანადო პირობები უნდა შექმნას, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსება“-აღნიშნა ინგა შამილიშვილმა.

2016-17 სასწავლო წლიდან ბათუმის N13 საჯარო სკოლაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა 10 აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლით. სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და ორიენტირებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. წელს, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის #13 საჯარო სკოლაში განახორციელა აუტისტური სპექტრის ჯგუფის მოსწავლეებისათვის დამატებითი სპეციალური სივრცეებისა და სველი წერტილების მოწყობა. ასევე, განხორციელდება პროგრამის ფარგლებში სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 112 000 ლარი.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები