სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს აჭარის ა.რ. მთავრობა გაიღებს

26 ნოემბერი, 2017

25 ნოემბერს აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ა.რ. მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის შესახებ. თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა.

„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს“ - განაცხადა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები