ახალი პროექტი - მოწევისთვის თავის დანებების სერვისების განვითარების ხელშეწყობის ინიციატივა

08 ნოემბერი, 2017

საქართველოს რესპირაციული ასოციაცია და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აჭარის რეგიონში იწყებს პროექტის - „საქართველოში მოწევისთვის თავის დანებების სერვისების განვითარების ხელშეწყობის ინიციატივა“ განხორციელებას.

პროექტის მიზნებია - თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის შემცირება თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირების და მოწევისთვის თავის დანებების სერვისების განვითარების გზით; თამბაქოს თავის დანებების ეროვნული პოლიტიკის შემუშავება; ჯანდაცვის მუშაკების მომზადება - მოწევისთვის თავის დანებების კონსულტაციების გაწევის და თამბაქოზე დამოკიდებულების სპეციალიზებული მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.

პროექტის შესახებ შეხვედრა საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრ - ზაალ მიქელაძესთან გამართა.

ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარდა თამბაქოზე თავის დანებების სერვისების კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოზადდა პირველადი სარეკომენდაციო წინადადებები.  

პროექტის მეორე, ძირითად ეტაპზე 2017 წლის 1 დეკემბრიდან აჭარასა და კახეთში იწყება თამბაქოს მოწევის თავის დანებების კონსულტირების ტრენინგი ჯანდაცვის პირველადი რგოლის სამედიცინო პერსონალისთვის. აჭარაში მომზადებული იქნება 150 ექიმი და ექთანი, ხოლო მომდევნო ეტაპზე მათ შორის შეირჩევა 15 ექიმი, რომლებიც მომზადდებიან, როგორც ტრენერები.

გარდა ამისა, ექიმები აღრიცხვაზე აიყვანენ პაციენტებს, ვინც მათ მიმართავს რტენინგიდან 1-2 თვის განმავლობაში. სპეციალურად შემუშავებული კითხვარების გამოყენებით შესწავლილი იქნება მათი მწეველობის სტატუსი, ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულების დონე და მათი მოტივაცია, თავი დაანებონ მოწევას. მათ ასევე დაურიგებდათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები და ლიფლეტები. შემდეგი 6 თვის განმავლობაში განხორციელდება ამ პაციენტების მონიტორინგი.

პროექტით გათვალისწინებულია, რომ 2018 წლის ბოლოს მწეველების 75%, რომელებიც მიმართავენ ჯანდაცვის პირველადი რგოლის სამედიცინო დაწესებულებებს, კონსულტირებულნი იქნებიან თამბაქოს მოწევის თავის დანებების კუთხით, ხოლო მათ შორის 20%-ს, რომელთაც თამბაქოს მოწევით განპირობებულ დაავადებათა განვითარების მაღალი რისკი აქვთ, მიეცემათ შესაძლებლობა მკურნალობა ჩაიტარონ სპეციალიზებულ კლინიკაში.

 


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები