ზურაბ პატარაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

11 ოქტომბერი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა არად ბენკოს ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ავსტრიის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის კუთხით დადებითი დინამიკა შეინიშნება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისა და რეგიონისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა აჭარის ტყეების მდგრადი განვითარების კვლევა და მომზადდა აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმა. ავსტრიული კაპიტალის მონაწილეობით აჭარაში 5 კომპანია მოქმედებს.

არად ბენკომ ქალაქ ბათუმში ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს გახსნის სურვილი და ამ საქმეში აჭარის მთავრობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. არად ბენკოს თქმით, ავსტრიული მხარე დაინტერესებულია აჭარის რეგიონთან თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაიზრდითა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებით.

არად ბენკო 1998 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. იყო გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩეველი ქ. პრიშტინაში. ავსტრიის საელჩოში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. 2016 წლის 18 აგვისტოდან კი ავსტრიის რესპუბლიკის პირველ ელჩად დაინიშნა რეზიდენციით თბილისში, სადაც ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო ოფიციალურად 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები