მეტყევის დღე

10 ოქტომბერი, 2017

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა!

ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კლუბ „ცისნამის“ აღსაზრდელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობა მოაწყო და მათთვის გამართა ლექცია-სემინარი თემაზე: ტყის აღდგენა-განახლება და ადამიანური რესურსის გამოყენება.

პრეზენტაცია, რომელიც სატყეო სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა, წარმოადგინა  სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა რუსლან დავითაძე.

სემინარის მონაწილე მოსწავლეებს აჭარის სატყეო სააგენტომ საკუთარი ლოგოტიპით  გაფორმებული მაისურები და კეპები უსახსოვრა.

საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები