სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

09 ოქტომბერი, 2017

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. გაზსადენის მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, ქობულეთის ხელმძღვანელ პირებთან და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის” რეგიონულ დირექტორთან დავით ლეკიშვილთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარე სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, აჭარის მთავრობა აგრძელებს რეგიონის გაზიფიცირების მიმართულებით მუშაობას: ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია და მიმდინარეობს 12 სოფელში ცენტრალური გაზსადენების მშენებლობა, ხოლო უახლოეს დღეებში დაიწყება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები, რაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტია.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არეალებში. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას.

2017 წელს კომპანიის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არეალში ხორციელდება 25 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც მოიცავს 8500 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფას, რისთვისაც შენდება 593 კილომეტრი ცენტრალური გაზსადენი.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები