აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო შეხვედრები გამართა

09 ოქტომბერი, 2017

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, დეპარტამენტის სერვისებისა და პრუდუქტების, ასევე იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა.  ოფიციალური ვიზიტის მიზანი ხორვატიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების რეგიონში დანერგვაა.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტურიზმის სამინისტროს, ასევე დუბროვნიკის რეგიონის და ქალაქის ხელმძღვანელობასთან. აჭრის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი  მუშაობას იწყებს 2018-2025 წლების ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელშიც ჩაერთვება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ვიწყე მუშაობა აჭარაში ტურიზმის განვითარების 2018-2025 წწ სტრატეგიის შემუშავებაზე. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტურიზმის პოლიტიკას რეგიონში. აღნიშნული სტრატეგიის შექმნაში ჩართული იქნება როგორც სამთავრობო, ასევე ტურიზმში ჩართული კერძო სექტორი და ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაციით გამოვკვეთავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს გვაქვს ან შეიძლება მომავალში დადგეს და აქტიურად ვიმუშავებთ მათ გადასაწყვეტად.

 

2018-2025 წლების სტრატეგია იქნება დოკუმენტი, რომელიც  კერძო სექტორს გაუადვილებს ორიენტირებას ტურისტულ სფეროში. მათ  ზუსტად ეცოდინებათ, თუ რას გეგმავს სახელმწიფო ინფრასტრუქტურის, საკანონმდებლო თუ სხვა მიმართულებით.

 

ამ შემთხვევაში ხორვატია არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჩვენთვის ბევრი მიზეზის გამო. ისინი ყოველწლიურად 15 000 000 ტურისტს მასპინძლობენ და უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ კუთხით, რომელსაც გვიზიარებენ და მზად არიან კონსულტაციები გაგვიწიონ ბევრი მიმართულებით.  წარმატებული მაგალითების გაზიარება  და სრულად ათვისებული რეგიონის ტურისტული პოტენციალი არის შანსი იმისა, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი გავხადოთ და რეგიონში ტურიზმი არ ასოცირდებოდეს მხოლოდ ზღვასთან ან ზაფხულთან.

 

ტურიზმი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება სრულყოფილი დოკუმენტი შეიქმნას, რომელიც დაეფუძნება რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები