️ცვლილება „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამაში

13 სექტემბერი, 2017

2018 წელს დაგეგმილია წინა წლებში მოქმედიონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო  მომსახურებისპროგრამის ფორმირება. კერძოდ, ამოქმედდება ახალი შეცვლილი პროგრამა - „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო  მომსახურება,“ რომლის  მიზანია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის  დამატებით სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.

ცვლილების თანახმად პაციენტებს დაუფინანსდებათ ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არ არისძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას მიეკუთვნება  და  პაციენტთა დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი რჩება.

ასევე დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება - ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, (წლიური ლიმიტი  - 10 000 ლარი).

2018 წელს პირველად, პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე, ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთვევაში დაუფინანსდებათ ძვირადღირებული მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ჰერცეპტინტნთან ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი.

სტატუსის გათვალისწინებით დაუფინანსდებათ აგრეთვე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) თანაგადახდა  სრულად  „რეფერალური მომსახურების’’ პროგრამის ფარგლებში. ხოლო რაც შეეხება ქიმიოთერაპიული  და სხივური თერაპიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდას - 2017 წელს უფინანსდებოდა მხოლოდ განსაზღვრული სოციალური კატეგორიის მოსახლეობას, კერძოდ:

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებს;                                                                                                                                                                                                                              ასაკით პენსიონერებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;                                                                                                                                                                                                                        0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ოჯახები   რეგისტრირებულნი არიან  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;

2018 წლიდან კი ქიმიოთერაპიული და სხივური თერაპიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა დაუფინანსდება ყველა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტს (დადასტურებული დიაგნოზით) სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

გეგმის თანახმად პროგრამის - ბიუჯეტი 1 800 000 ლარით განისაზღვრება.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები