ქუთაისის თოჯინების თეატრის გასტროლი ბათუმში

12 სექტემბერი, 2017

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრს უმასპინძლა. თეატრმა ორი დღის განმავლობაში პატარებს სპექტაკლები - „მზის სხივი“ და „ასფურცელა“ წარუდგინა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე, თეატრის დირექტორი თემურ მახარაძე, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრის ხელმძღვანელ პირებს და შემოქმედებით დასს შეხვდნენ. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ რეგიონების თეატრებს შორის აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს თეატრების კიდევ უფრო დაახლოებას და გამოცდილების გაზიარებას.



კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები