სამუშაო შეხვედრა სამინისტროს სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით

12 სექტემბერი, 2017

12 სექტემბერს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალური პროგრამების მიმდინარეობისა და 2018 წელს დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, მინისტრი - ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე - ლელა სურმანიძე, მინისტრის მოადგილე - ზურაბ თენიეშვილი, ა/ო „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი - თომა კაკაბაძე, ამავე ორგანიზაციის წევრი - რამინ მაჭარაშვილი და სარეაბილიტაციო ცენტრ „ფანშეტის“ ხელმძღვანელი ხათუნა ფაღავა.

მხარეებმა განიხილეს მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს, 18 წლის ზემოთ მოსახლეობის  ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციისა და სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლთა რეკომენდაციით, პროგრამა რამდენიმე ცვლილების განხორციელებას საჭირებს, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის. წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელებმა მოიწონეს და მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის პროგრამის დაგეგმვის პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვა პროგრამებსაც, რომელთაც სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ახორციელებს. 


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები