“REკონცეფციის” პროექტი “ურბან ლაბი” უკვე ბათუმშია

08 სექტემბერი, 2017

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით პროექტი "REკონცეფცია - Urban Lab“ ხორციელდება. 8-10 სექტემბერს, ბათუმში ტარდება სამუშაო სემინარი თემაზე - ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის REკონცეფცია. პროექტში მონაწილე თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდა სხვადასხვა პროფესიის მქონე სტუდენტებისგან, მონაწილეები მოამზადებენ ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის განახლებულ კონცეფციას. პროექტის ბოლოს, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც შემოქმედებით საქართველოსთან, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გააგრძელებს პროექტის სრულყოფაზე მუშაობას.დღეს სემინარი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიხსნა და მონაწილეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე მიესალმა.

REკონცეფცია - Urban Lab არის ურბანული პროექტის განვითარების სამდღიანი სემინარი, რომლის მიზანია მონაწილეთა მიერ კონკრეტული სივრცის შემოქმედებით-რეკრეაციული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება. სემინარის ფარგლებში, მონაწილეები მენტორების დახმარებით იმუშავებენ იდეაზე თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად. კონფერენციას აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდა.


კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები