ხულოში სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

08 სექტემბერი, 2017

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 8-ის ნახევრიდან განაახლა. დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია. 

დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა რამოდენიმე მიმართულებით გაიშალა. სრულად ლოკალიზებულია ცეცხლის ყველა კერა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი და გდდ-ს თანმშრომელი. ასევე, სამუშაოებს აწარმოებს მძიმე ტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდება ხანძრის სრული პერიმეტრის დამუშავება.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები