პოლონელ არქივისტთა სტუმრობა საარქივო სამმართველოში

08 სექტემბერი, 2017


 2017 წლის 6 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოში  სტუმრად იმყოფებოდა  პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია  ინსტიტუტის პრეზიდენტის, დოქტორ იაროსლავ სჟარეკის მეთაურობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: - პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის არქივის დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი   მარჟენა კრუკი,  პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის არქივის ლოძის ფილიალის დირექტორი დარიუს როგუტი, საარქივო გამოცემების  განყოფილების  უფროსი მარცინ მაჟევსკი, საარქივო გამოცემების განყოფილების  წარმომადგენელი  სტანისლავ კოლერი  და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის პრეზიდენტის ასისტენტი იაკუბ მაციეჟევსკი.

პოლონელ სტუმრებთან ერთად საარქივო სამმართველოს სტუმრობდნენ საქართველოს შსს  არქივის თანამშრომლები დირექტორის ომარ თუშურაშვილის ხელმძღვანელობით.

     

საღამო გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი. საარქივო სამმართველოს ისტორიისა და პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს საარქივო სამმართველოს  ცენტრალური არქივის სამსახურის უფროსმა ელგუჯა გოგიბერიძემ და  საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან  ურთიერთობის, პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის უფროსმა თამაზ  ფუტკარაძემ.  დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აგრეთვე პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის პრეზიდენტი, დოქტორი იაროსლავ სჟარეკი.

სტუმრებმა  დაათვალიერეს არქივში დაცული პოლონეთთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების გამოფენა  და დასახეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები.

დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები