აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

09 აგვისტო, 2017

9 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ქობულეთის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძე, ქედის გამგებელი დავით დუმბაძე და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძრვანელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.  დღის წესრიგის თანახმად სხდომაზე 4 საკითხი განიხილეს.
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა შაშიკაძემ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ  ისაუბრება. რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს რესპუბლიკის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 17 200 000 ლარი.  ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი 12 პროექტის დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში   შეადგენს 3 565 283 ლარს. მათ შორის:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი - 5 პროექტი (1 255 631 ლარი)
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი - 5 პროექტი (1 974 973 ლარი)
ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 1 პროექტი (163 693 ლარი) 
ქედის მუნიციპალიტეტი - 1 პროექტი (170 986 ლარი)

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ  შპს „ბედეგი ბილდინგის“ და „„მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. დღევანდელ სხდომაზე საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიცვალა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატენდერო პირობები, კერძოდ, პროექტის გაფართოების მიზნით მისი დასრულების ვადები გახანგრძლივდა.

აჭარის მთავრობის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარ დიასამიძემ, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე ისაუბრა.   განკარგულების პროექტის თანახმად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ ბათუმის მერიას მიეცა უფლება იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები 10 489 ლარის ფარგლებში განახორციელოს  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები