"REკონცეფცია - Urban Lab"

08 აგვისტო, 2017




აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით პროექტი "REკონცეფცია - Urban Lab“ ხორციელდება.  REკონცეფცია - Urban Lab   არის ურბანული პროექტის განვითარების სამდღიანი სემინარი, რომლის მიზანია მონაწილეთა მიერ კონკრეტული სივრცის შემოქმედებით-რეკრეაციული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება. 

8-10 სექტემბერს, ბათუმში ჩატარდება სამუშაო სემინარი თემაზე - ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის REკონცეფცია. პროექტში მონაწილე თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება სხვადასხვა პროფესიის მქონე სტუდენტებისგან, მონაწილეები მოამზადებენ ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის განახლებულ კონცეფციას. პროექტის ბოლოს, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც შემოქმედებით საქართველოსთან, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და აჭარის განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გააგრძელებს პროექტის სრულყოფაზე მუშაობას.

სემინარზე დარეგისტრირება შესაძლებელია 25 აგვისტომდე. რეგისტრაციისათვის იხილეთ ბმული.  

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.სემინარში მონაწილეობა უფასოა! მონაწილეებს საქართველოს სხვა ქალაქებიდან დაუფინანსდებათ მგზავრობა.

მისამართი: აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა №37.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები