2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა

08 აგვისტო, 2017

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. 

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერის რეაბილიტაცია წელს დაიწყო. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 5.4 მ. სიმაღლის მემორიალი აღიმართა.რაც შეეხება სკვერის რეაბილიტაციას, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა დეკორატიული ფილები, განთავსდა მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდა გარე განათება და განხორციელდა გამწვანებითი სამუშაოები. სამომავლოდ იგეგმება წყლის დასალევი შადრევანის მონტაჟიც.

 „ჩვენ შარშანაც ვიყავით ერთად ამ სკვერში და წელს ვხედავთ რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სკვერს ახალი მონუმენტით, რაც გვახარებს, თუმცა ჩვენ უფლება არ გვაქვს დავივიწყოთ ჩვენი გმირების სახელები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ჩვენი შვილების მომავალს. ჩვენ ვალდებული ვართ გვახსოვდეს მათი სახელები,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 - სამხედრო პირი და 14 პოლიციელი შეეწირა. აჭარიდან 17 სამხედრო პირი დაიღუპა. 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები