ზურაბ პატარაძე თურქეთის საკონსულოს მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო

15 ივლისი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ქალაქის მერი ესწრებოდნენ.

2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას 250-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. თურქეთის საკონსულოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება სწორედ დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. სასტუმრო „ეიფორიაში“ გამართული შეკრება წუთიერი დუმილით დაიწყო და თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის სიტყვით გაგრძელდა. სტუმრებს მიესალმა ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც თურქეთ-საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და ამის დასტური იყო, გადატრიალების მცდელობის შემდგომ დღეებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში, რომელიც მიუხედავად უსაფრთხოების კუთხით არსებული რისკებისა, არ გადაიდო და შედგა.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთში სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. მინდა გისურვოთ წარმატებული და მშვიდობიანი მომავალი!“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში დაჰგმეს ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა, გაეროს უშიშროების საბჭომ და რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერმა, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტმა.


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები