„სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

16 აგვისტო, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2017 წელს „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს. 


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც

2014, 2015 და 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;   

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 

ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 % -სა.

დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:


სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;


დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;


მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი.


სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ  სამინისტროში 2017  წლის 1 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით. შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდუაშვილის ქუჩა N4;  ტელ - 24 53 78. განცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ:


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები