სამინისტრომ დონოვან რიპკემას წიგნის - „Economics of Historic Heritage“თარგმნა დააფინანსა

17 ივლისი, 2017

„უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის უცხოენოვანი სამეცნიერო /სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კომპონენტში სამინისტრომ  კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის დონოვან რიპკემას წიგნის - „Economics of Historic Heritage“ თარგმნა დააფინანსა.

დონოვან რიპკემა არის საერთაშორისო ორგანიზაციის – „მემკვიდრეობის საერთაშორისო სტრატეგიების“ – დამფუძნებელი და მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკაში რამოდენიმე წიგნის ავტორი. იგი აღიარებული სპეციალისტია ისტორიული ნაგებობების დაცვის ეკონომიკის სფეროში.  მისი 30- წლიანი  საქმიანობა მოიცავს უამრავ წარმატებულ პროექტს, რომელიც ამტკიცებს, რომ ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება ამავდროულად წარმოადგენს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მძლავრ ფაქტორს.

წიგნში ჩამოყალიბებულია კონკრეტული მაგალითების პროცენტულ მაჩვენებლებზე და ციფრებზე დაფუძნებული არგუმენტები და მტკიცებულებები იმისა, რომ მემკვიდრეობის დაცვა ქმნის სამუშაო ადგილებს. განხილულია ისეთი საკითხები როგორიაცაა:   ისტორიული კონსერვაცია როგორც ეკონომიკური განვითარება; კონსერვაციის ეკონომიკა, როგორც საჯარო პოლიტიკა; კონსერვაციის  ეკონომიკა საცხოვრისის მშენებლობისა და უბნის განვითარების კუთხით; ისტორიული კონსერვაცია, როგორც 21-ე საუკუნის ეკონომიკა და ა.შ.

აღნიშნულ ლიტერატურას ფართოდ გამოიყენებენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც ხელს შეუწყობს  საქართველოში მემკვიდრეობის დაცვის დარგის განვითარებას.



კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები