უკრაინელი ბავშვები სტუმრად ბათუმში

15 ივლისი, 2017

„ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც აჭარის მთავრობისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და რომლის ფარგლებშიც უკრაინიდან ბათუმს 10 დღით 20 ბავშვი ეწვია. პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავება, უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებისა და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციის მხარდაჭერა.

დღეს, შინდისის გმირების სახელობის სკვერში ხეების დარგვის აქცია გაიმართა, რომელშიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელთან სოფო ბაკურიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. უკრაინელმა ბავშვებმა ჩვენი რეგიონის ომის ვეტარანთა შვილებთან ერთად შინდისის პარკი ახალი ნერგებით გაალამზეს, რომელიც სიმბოლურად უყრის საფუძველს უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებას.

უკრაინის მხრიდან პროექტი ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უკრაინელი ახალგაზრდობის მსოფლიო კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის დიმიტრი ლუბინცის მხარდაჭერით. საქართველოში პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები არიან ასოციაცია „ერთმანეთისთვის“, საქველმოქმედო ფონდი „ალილო 2015“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ახალგაზრდების დემოკრატიული განვითარების ცენტრი „სინერგია“, კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები, ბავშვების ქართველ თანატოლებთან შეხვედრები და ურთიერთობა.

პროექტში მონაწილეობას იღებენ ომის ვეტერანთა შვილები და იძულებით გადაადგილებული ბავშვები ანტიტერორისტული მოქმედებების ზონიდან. მათთვის მომზადებული პროგრამა მაქსიმალურად ითვალისწინებს აქტიური დასვენების მრავალაფეროვნებას, რაც მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და კომპანია „ორბი ჯგუფის“ ფინანსური მხარდაჭერით.





კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები